გურული ვაზისა და ღვინის კლასტერი შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის-“უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის (SECTORs)”-ფარგლებში.
კლასტერია მიზნებია:
- გურული ვაზისა და ღვინის კლასტერის ინსტიტუციური გაძლიერება და შესაძლებლობების განვითარება
- მევენახეობის განვითარების ხელშეწყობა
- მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობა
- გურული ღვინის პოპულარიზაცია და გასაღების ახალი ბაზრების მოძიება
კლასტერის მისია:
გურული ღვინის გაუმჯობესებული ხარისხი, გაზრდილი წარმოება და ცნობადობა, განვითარებული ღვინის ტურიზმი და ახალი გასაღების ბაზრები.
კლასტერის ხედვა:
ჩვენი ხედვაა კლასტერული გაერთიანების ძალისხმევით ვიზრუნოთ გურული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებაზე, ხელი შევუწყოთ რეგიონის ეკონომიკის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას და მეღვინეობა-მევენახეობის პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.