“იბერიელი”, ეს არის ზურაბ თოფურიძის ოჯახური მარანი, მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. საყვავისტყეში. “ჩვენი ოჯახი ფლობს 2 ჰა ვენახს გურიაში და 5.5ჰა-ს კახეთში. სახელი „იბერიელი“ - ჩემმა შვილებმა შეარჩიეს, ეს ეხება იმ ხალხს რომელიც რამდენიმე ათასწლეულის წინ ღვინოს აყენებდა კავკასიაში, შემდგომ კი მათ ქართველები ეწოდათ.
ჩვენი ოჯახის მიზანია განავითაროს ღვინის ქვევრში დაყენების უძველესი ტრადიციები, აწარმოოს უნიკალური ადგილობრივი ყურძნისგან დამზადებული ბუნებრივი ღვინოები და ამ სფეროში გახდეს მისაბაძი, როგორც კოლეგებისთვის, ასევე მეგობრებისთვის. პირველად ვენახები გურიაში გავაშენეთ და 2009 წელს დავიწყეთ ღვინის ჩამოსხმა, დღეს ჩვენი ღვინოები საკმაოდ წარმატებით იყიდება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ასევე ამერიკაში, ავსტრალიაში, ჩინეთსა და იაპონიაში.
ტელეფონი: 599 58 46 24