გელა ცინცაძის ღვინის მარანი

მეღვინწობა ჩვენი ოჯახური ტრადიციაა, ჯერ კიდევ ჩემი დიდი ბაბუის მამას ჰქონია ვენახები მდინარე სუფსის ნაპირებთან გაშენებული, სულ მქონდა სურვილი ეს ტრადიცია გამეგრძელებინა და უძველესი გურული ენდემური ჯიშებისათვის ახალი სიცოცხლე დამებრუნებინა. სახლის პირობებში ყოველთვის ვაწარმოებდით ბუნებრივ ნატერალურ ღვინოებს. 


ამჟამად გაბზარდე ვენახის ფართობები და ახალი ვენახი ჩავყარე. ახალშენში გაშენებული გვაქვს საკმიელა, თეთრი კამური, ოცხანური საფერე, ბადაგი, ჭუმუტა და, რაღათქმაუნდა, გურულების სიამაყე ჩხავერი. ამათ ემატება ძველი ვენახი სადაც ცოლიკაური და ალადასტურია ძორითადად. ავაშენე მცირე საოჯახო მარანი რომელ გათვლილია 4-5 ტონის ყურძნის დასაბინავებლად და აღჭურვილია სათანადო ჩამოსასხმელი მცირე დანადგარებით. ამჟამად მიმდინარეობს მარნის შიგა კოსმეტიკური სამუშაოები. ვაპირებთ მარნის ზედა სართულის მშენებლობას, სადაც მოეწყობა სტუმრებისთვის სადეგუსტაციო დარბაზი ჩვენი წარმოებული ღვინოების დასაგემოვნებლად.

მისამართი: ჩოხატაური, სოფელი გუთური

ტელეფონი: 591 93 51 12

tsintsadze thumb

consortium logo ge