მამალაძეების მარანი, მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხეში. მარანი ფუნქციონირებს უკვე 10 წელია. დღესდღეობით მარნის ტერიტორიაზე არის 500 ძირი ცოლიკოური და 300 ძირი ჩხავერი, ასევე მცირე რაოდენობით ჯანი, საკმიელა და ალადასტური.
2023 წელს აქ პირველად ჩამოისხა ბოთლის ღვინო და გავიდა ღვინის ფესტივალზე. მარანი გეგმავს წარმოებისა და რეალიზაციის გაფართოებას.
ტელეფონი: 593345151