კობიძეების მარანი

დავით და ტარიელ კობიძის საოჯახო მარანი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, გურიის რეგიონის აღმოსავლეთით, სოფ. ერკეთში,  მდინარე სუფსის ულამაზეს ხეობაში.   ერკეთი ისტორიული სოფელია, სადაც მევენახეობა/მეღვინეობა ოდითგანვე იყო განვითარებული.   ვაზის სიყვარულმა და ტრადიციების პატივისცემამ  გადააწყვეტინა მარნის დამფუძნებლებს ახალი სიცოცხლე ეჩუქებინათ საოჯახო მეურნეობისათვის,  წინაპრებიც  ოდითგანვე მისდევდნენ მევენახეობა-მეღვინეობას.

  მოიძიეს ვაზის ძველი, მივიწყებული  ჯიშები და გააშენეს ახალი ვენახები,  საკოლექციო ვენახში კი თავი მოუყარეს ვაზის  საუკეთესო  ადგილობრივ ჯიშებს.    დააფუძნეს ,,კობიძეების მარანი“ და  ძველი ღია მარანის ადგილზე  ააშენეს ახალი. 2014 წელს დაიწყეს მცირე რაოდენობით  ბოთლის ღვინის წარმოება და დღეს უკვე წელიწადში 5000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს რომლის 70% გააქვს ექსპორტზე - ამერიკაში, საფრანგეთში, ტაივანში და ავსტრალიაში.
„კობიძეების მარანში“, რომელიც თითქმის 150 წელს ითვლის და დღეს რეკონსტრუქციის პროცესშია შეგიძლიათ დააგემოვნოთ  და შეიძინოთ ისეთი ენდემური ვაზის ჯიშებისაგან დაყენებული ბუნებრივი ღვინოები, როგორიცაა -  ჩხავერი, ალადასტური, ჯანი - სხილათობანი, საკმიელა - კამური, აქვე მარნის დამფუძნებლების დიდი ბაბუის მიერ დარგული 150-წლოვანი ჩხავერის ვაზი და ამ ვაზისგან დაყენებული ღვინო, რომელსაც ჩვენი წინაპრების პატივსაცემად ,,წინაპრების ღვინო“ დავარქვით. სიამაყით აღნიშვნის ღირსია, რომ კობიძეების ახალი თაობაც აქტიურად არის ჩართული მეურნეობაში. 
2022 წელს ევროკავშირის მიერ დაფინასებული პროექტის SECTORs „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის“ ფარგლებში ადგილობრივი ბიზნესის განვითარების საგრანტო პროგრამაში გამარჯვების შემდეგ შემდეგ წარმოება კიდევ უფრო გაიზარდა და შეიქმნა დამატებითი სამუშაო ადგილები.

მისამართი:   ჩოხატაური, სოფ: ქვემო ერკეთი.

ტელეფონი: 591551895

 

kobidze 1kobidze 2kobidze 3

consortium logo ge