მეფარიშვილების მარანი

დამფუძნებელი ბესიკ მეფარიშვილი მარნის შექმნის ისტორიას ასე იხსენებს: „2010 წელს ქალაქიდან სოფელში დავბრუნდი მეუღლესთან და ახლადშეძენილ შვილთან ერთად. ცხოვრება დავიწყეთ დიდი ბებიის და ბუბუის  დანატოვარ კარმიდამოში. ჩემს ეზოში გურიისთვის დამახასიათებელი ღია ტიპის მარანი უსიცოცხლოდ გამოიყურებოდა უზარმაზარი გამხმარი რცხილების და რწყავის ძირში.

ჩემს გონებაში დღითიდღე მწიფდებოდა აზრი,რომ რამენაირად  სიცოცხლე და ხალისი დამებრუნებინა მარნისთვის. 2013 წელს კი დავიწყე ვენახის განახლება და გურული ენდემური,უძველესი ჯიშების გაშენება. იმავე წელს დაიბადა ჩვენი ვაჟი- ბექაც. ასე გაჩნდა მეფარიშვილის საოჯახო მარნის ღვინის სახელიც- “ ბექას ღვინო”.“
ამჯერად ექვსი სხვადასხვა სახის “ ბექას ღვინო” იწარმოება მეფარიშვილების მარანში: ჩხავერი თეთრი უჭაჭოდ, ჩხავერი ვარდისფერი ჭაჭაზე, ჩხავერი ქარვისფერი ნაწილობრივ ჭაჭაზე, საკმიელა, ცოლიკოური, ჭუმუტა.
2020 წლიდან “ბექას ღვინო” მცირე რაოდენობით ექსპორტზე გადის ამერიკის შეერთებულ შტატებში, გასულ წელს კი ავსტრალიაც დაემატა.
მეფარიშვილების მარანში ვენახი სახლთან და მარანთან ახლოსაა გაშენებული, რაც ტურისტებისთვის და ასევე წარმოების პროცესისთვის ხელსაყრელია.
მეფარიშვილების მარანში შესაძლებელია “ბექას ღვინის” დაგემოვნება და შეძენა. ღვინის დეგუსტაცია კი შესაძლებელია როგორც მარნის, ასევე ვენახის ტერიტორიაზე. აქვე გელოდებათ გურული კერძები. გვიან შემოდგომაზე მსურველებს მეფარიშვილების რთველშიც შეუძლია მონაწილეობა. 
2022 წელს ევროკავშირის მიერ დაფინასებული პროექტის SECTORs „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის“ ფარგლებში ადგილობრივი ბიზნესის განვითარების საგრანტო პროგრამაში გამარჯვების შემდეგ შემდეგ წარმოება კიდევ უფრო გაიზარდა და შეიქმნა დამატებითი სამუშაო ადგილები.

მისამართი: გურია,ჩოხატაური,ფარცხმა,ქუჩა#9, სახლი #29.

ტელეფონი: 599881905

 

meparishvili 1

consortium logo ge