გიორგი ტყეშელიაძის მეურნეობა ჩოხატაურში სოფ.გორაბერეჟოულში მდებარეობს. მის საკარმიდამოში ოდითგანვე იყო ვაზი გაშენებული და წურავდნენ ღვინოს ოჯახში მოსახმარად. აქედან გამომდინარე მევენახეობა და მეღვონეობაც გიორგისთვის არ ყოფილა უცხო საქმიანობა.
“იბერიელი”, ეს არის ზურაბ თოფურიძის ოჯახური მარანი, მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. საყვავისტყეში. “ჩვენი ოჯახი ფლობს 2 ჰა ვენახს გურიაში და 5.5ჰა-ს კახეთში. სახელი „იბერიელი“ - ჩემმა შვილებმა შეარჩიეს, ეს ეხება იმ ხალხს რომელიც რამდენიმე ათასწლეულის წინ ღვინოს აყენებდა კავკასიაში, შემდგომ კი მათ ქართველები ეწოდათ.
მამალაძეების მარანი, მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხეში. მარანი ფუნქციონირებს უკვე 10 წელია. დღესდღეობით მარნის ტერიტორიაზე არის 500 ძირი ცოლიკოური და 300 ძირი ჩხავერი, ასევე მცირე რაოდენობით ჯანი, საკმიელა და ალადასტური.
მეღვინწობა ჩვენი ოჯახური ტრადიციაა, ჯერ კიდევ ჩემი დიდი ბაბუის მამას ჰქონია ვენახები მდინარე სუფსის ნაპირებთან გაშენებული, სულ მქონდა სურვილი ეს ტრადიცია გამეგრძელებინა და უძველესი გურული ენდემური ჯიშებისათვის ახალი სიცოცხლე დამებრუნებინა. სახლის პირობებში ყოველთვის ვაწარმოებდით ბუნებრივ ნატერალურ ღვინოებს.
დამფუძნებელი ბესიკ მეფარიშვილი მარნის შექმნის ისტორიას ასე იხსენებს: „2010 წელს ქალაქიდან სოფელში დავბრუნდი მეუღლესთან და ახლადშეძენილ შვილთან ერთად. ცხოვრება დავიწყეთ დიდი ბებიის და ბუბუის დანატოვარ კარმიდამოში. ჩემს ეზოში გურიისთვის დამახასიათებელი ღია ტიპის მარანი უსიცოცხლოდ გამოიყურებოდა უზარმაზარი გამხმარი რცხილების და რწყავის ძირში.
დავით და ტარიელ კობიძის საოჯახო მარანი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, გურიის რეგიონის აღმოსავლეთით, სოფ. ერკეთში, მდინარე სუფსის ულამაზეს ხეობაში. ერკეთი ისტორიული სოფელია, სადაც მევენახეობა/მეღვინეობა ოდითგანვე იყო განვითარებული. ვაზის სიყვარულმა და ტრადიციების პატივისცემამ გადააწყვეტინა მარნის დამფუძნებლებს ახალი სიცოცხლე ეჩუქებინათ საოჯახო მეურნეობისათვის, წინაპრებიც ოდითგანვე მისდევდნენ მევენახეობა-მეღვინეობას.